მთავარი გვერდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა
პარაგვაი. იხილეთ აუცილებელი სტატიების სია. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მათ დაწერაში.
რჩეული სტატია
ალპები — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ. მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².
ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი...იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ... გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს არ აქვს პასპორტი; მოგზაურობისას იგი პირადობას მხოლოდ სიტყვიერად ადასტურებს?
- ... ალბერტ აინშტაინი სამი წლის ასაკში ალაპარაკდა, ცხრა წლისა კი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა გამართულად საუბარს?
- ... იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღემდე მხოლოდ ორმა ძეგლმა დაკარგა?
- ... ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარე იტაიპუს კაშხალი სიმძლავრით მეორეა მსოფლიოში ამჟამად მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებს შორის და იგი სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ შვიდ საოცრებაში შედის?
- ... ატლანტის ოკეანეში მდებარე სარგასოს ზღვა ერთადერთი „ზღვაა“ პლანეტაზე, რომელსაც სანაპიროები არ გააჩნია?
- ... პინგვინებს დაახლოებით ორ მეტრ სიმაღლეზე შეძლიათ ახტომა?
- ... ავსტრალიაში მდებარე ულურუ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვის მონოლითია და მისი გარშემოწერილობა 9,5 კმ-ს შეადგენს?
სიახლეები
- ტომისლავ ნიკოლიჩი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის „ჩელსი“ გახდა (გერბი სურათზე), რომელმაც ფინალში, პენალტების სერიაში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა.
- ამერიკელი მომღერალი დონა სამერი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.
- ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- იანოშ ადერი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ინდოეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა აგნი-V გამოსცადა.
25 მაისი — ამ დღეს...
- 1521 : მარტინ ლუთერი (სურათზე) კრიმინალად და ერეტიკოსად გამოცხადდა ვორმსის დიეტის მიერ.
- 1810 : მაისის რევოლუცია: ბუენოს-აირესში ჩამოყალიბდა პრიმერა ხუნტა - არგენტინის პირველი დამოუკიდებელი მთავრობა.
- 1946 : აბდულა ბინ ჰუსეინი ტრანსიორდანიის მეფედ გამოცხადდა.
- 1953 : აშშ ნევადის საცდელ ბაზაზე პირველ და ერთადერთ ბირთვულ არტილერიულ გამოცდას ატარებს.
- 1963 : ადის-აბებაში, ეთიოპია, აფრიკის ერთობის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
- 1966 : პირველი მნიშვნელოვანი დაჟიბაო გამოქვეყნდა პეკინის უნივერსიტეტში ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს.
- 1989 : სომხეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 2000 : ისრაელმა 22-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ლიბანიდან საკუთარი ჯარები გამოიყვანა.
დღის სურათი
| ვიკისაწყობი მედიის თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||